სწრაფად გავრცელდა მთიულეთს დანაბარები მეფისა გაუტეხელნო მთიულნო შვილნო ვითარცა მეხისა გადაგვიბუგეს ქალაქი მტერს ვეღარა ვყრი ღონესა ურჯულნო თარეშსიწყებენ გულები დააღონესა რა მაისმინეს მთიულთა ერეკლეს დანაბარები ჩაიცვეს ჯაჭვის პერანგი აკრიფეს შუბი,ფარები ლომისის კართან შაგროვდნენ შასთხოვენ ხატებს შველასა დაგვლოცე დიდო ლომისავ და შაგვეწიე ყველასა ფიცს დებენ ხატის წინაშე არავინ გადგეს შორადა თუ გავტეხთ ამ ფიცს ვაჟკაცნო დედამც შავირთოდ ცოლადა 300 გმირი ვაჟკაცი არაგვის ჭალებს დაუყვა მიდიან ძმათა საშველად კრწანისის გზებზე გაუყვა ეკვეთნენ არაგველები ხმლები იშიშვლეს ლომებმა ჯერ ვერ დაღალა მკლავები ამდენმა ბრძოლა ომებმა ერთ კაცსა ათი ებრძოდა ემატებოდა ათია იბრძვიან მთიულთ შვილები მაჯებში ცეცხლი ანთია ომიდან გაჰყავთ ერეკლე მხლებელნი გზას უკაფავენ მისდევენ არაგველები და მტერს ფეხდაფეხ კაფავენ სად მიგყავთ მოხუცი მეფე ნუთუ დავკარგეთ ღონია მთიულნი ჩამამივიდნენ ახლა იწყება ომია მათ გვერდით თუარ ვიბრძოლებ ეგრე ვის გაუგონია ცხენი მოვარდა ხადაში შუბით ფერდშია დაჭრილი სისხლი აქვს მოსართავებზე უნაგირ აჭრილ-ჩაჭრილი 300 ვაჟის დედაი 300 შვილს ელის კარადა 300 ვაჟი სამშობლოს შამამტვრევიყო ფარადა ზეც მოჰქარგვია ქედობას სხივები წითლად დიოდა იხუტებს დროშას მთიული გულს სისხლი ჩამასდიოდა ხადაში გლოვის ზარი დარეკეს იმოსებოდნენ შავად დედები, შავ ღრუბლებს ჰფენდენ ცრემლის სადენად, გუდამაყრის და მთიულთ დედები კრწანისის ველზედ მთიულებს ჩესძინებიყოთ ლომებსა მათი გმირული სურათი თვით მტერსაც დააღონებსა მათი სახელის დიდება ახლაც ბევრს დაგვაღონებსა