სიზმარივით გაიფრენენ წლები, დრო არ იცდის სიჭაბუკე ქრება, მოგონებებს შეეცვლებათ ფერი , ოცნებები დროში გვეფანტება. რა გისურვო სიყვარულზე მეტი , გჯეროდეს რომ სურვილები ხდება, კიდევ ბევრი ბედნიერი წელი, დამიჯერე ისევ გელოდება. გვახალისებს ეს მზიანი დარი, შენი მაგავსი ცაში მხოლოდ მზეა, მეგობრები გილოცავენ გულით, დღეს ხომ შენი დაბადების დღეა. გვინდა აგისრულდეს ყველა ნატვრა , ეს ხომ შენი დღესასწაულია, ყოველ ამ დღეს ვეგებებით ერთად, დღეს ხომ შენი დაბადების დღეა. სიზმარივით გაიფრენენ წლები, დრო არ იცდის სიჭაბუკე ქრება, გვიხარია რომ ერთმანეთს შევხვდით, და ყოველ წელს ასე გარძელდება. და რა გისურვო სიყვარულზე მეტი , გჯეროდეს რომ სურვილები ხდება, მეგობრები გყავდეს მუდამ გვერდით, და ცხოვრებას გავყვეთ ისევ ერთად .