მე ქალის ღიმილით ცხოვრება ღიღინით მივლია, თუ არა ქეიფი სიცოცხლეს აბა რა ხიბლი აქვს! ღვინის და დუდუკის ბახუსი ზეცამდე ამიყვანს, სიმდიდრე რად მინდა კაცობა მე ყველგან გამიტანს, ჭირშიც თქვენთან, ლხინშიც თქვენთან, წამიყვანეთ, გული მოკვდეს როცა ძმები არ მიყვარდეს, არც არასდროს გადავუხვევ წუთისოფლის ავკარგიან სიმართლეს, ეს ჩემი სიმღერა საწუთროს ამაყად დარჩება, მე არსად მინახავს ძმობაში ერთურთის გარჩევა, ნანა რომ მიმღერა ის ქალი მე დედად მიცვნია, ქართველი დარშიც და ავდარშიც კაცობის ღირსია, სადაც იყოს სიყვარული იქ წავიდეთ, ეს გულები ერთგულებით ხომ გავითბეთ, თქვენი დღეგრძლობა იყოს ბროლის თასით ვაზის ცრემლით ამივსეთ, ჭირშიც თქვენთან, ლხინშიც თქვენთან, წამიყვანეთ, გული მოკვდეს როცა ძმები არ მიყვარდეს, არც არასდროს გადავუხვევ წუთისოფლის ავკარგიან სიმართლეს,