სადაც ოქროსფერი მზის ქაფია,
თორღვაის ცხენი იქ აბია,
ჯაჭვი ძაგანისა მიაბნია,
ჟამმა გზა -ბილიკებს უცნობს.
მის:
არც შენ დაბერდი გუდანის ჯვარო
არ დაგიბერდეს ყმანია,
შენ კარზე აუარებლად
საკლავიც მოგვიყვანია
დიდია გუდანის ჯვარი,
ბევრიცა ჰყავს ყმანია,
შენს კარზედ შემოვკრებილვართ
ფიც-ვერცხლ ნაჭამი ძმანია
ნეტა ეს ხმაა და რა ზარია,
რა გოდება და თავზარია,
მუცოს ბეჭები გაბზარვია,
ჟამისგან ძლეულა მუცო...
მის:
არც შენ დაბერდი გუდანის ჯვარო
არ დაგიბერდეს ყმანია,
შენ კარზე აუარებლად
საკლავიც მოგვიყვანია
დიდია გუდანის ჯვარი,
ბევრიცა ჰყავს ყმანია,
შენს კარზედ შემოვკრებილვართ
ფიც-ვერცხლ ნაჭამი ძმანია
სადღაც ლამპიონთა ღაღანია,
სადღაც ცეკვაა და არღანია,
სადღაც ვაჭრობაა გაგანია,
ვიღაც მდიდრდება და წუწკობს.
აქ კი აღარც თორღვა ძაგანია,
აღარც ფარ-შუბების ჭახანია,
მშველელს ელოდება რა ხანია
ბეჭებგაბზარული მუცო .
მის:
არც შენ დაბერდი გუდანის ჯვარო
არ დაგიბერდეს ყმანია,
შენ კარზე აუარებლად
საკლავიც მოგვიყვანია
დიდია გუდანის ჯვარი,
ბევრიცა ჰყავს ყმანია,
შენს კარზედ შემოვკრებილვართ
ფიც-ვერცხლ ნაჭამი ძმანია
სურდათ აკვნები ურწეველი,
მტერი არ დარჩა უწვეველი,
წასული თავ-ბედ უწყევლელი,
ქართლს მტერი ეყოლება ნურცო ...