დაიძინე გენაცვალე,იავნანინაო, ჯერ არ გათენებულაო,იავ ნანინაო, ნანას გეტყვი ძილისთვინა,შენი მოსვენებისთვინა, იამა გშობა გულითა,ვარდმა გაგზარდა ლხენითა, შენს დაქალებას მომასწრებს მე ღვთისმშობელიო, დელია ნანა ქალასაო,ანგელოზის ძალასაო. ძილი მოდის თვალასაო,დელია ნანა,ნანაო. ბატონებო,მწყალობლებო,იავნანინაო, დამიბრუნეთ ჩემი შვილი იავნანინაო ლამაზი ბატონებია,ია და ვარდი ჰფენია. ვიხარებ თქვენი მოსვლითა,წასვლისა ნება თქვენია. პირი იბრუნა ბატონმა,არ დაახანაო, დელია ნანა ქალასაო,ანგელოზის ძალასაო, ძილი მოდის თვალასაო,დელია ნანა,ნანაო. ანგელოზის ფრთები გხურავს,იავნანინაო, თეთრი კრავი გესიზმრება,იავნანინაო, ნანას გეტყვი ძილისთვინა,შენი მოსვენებისთვინა, იამა გშობა გულითა,ვარდმა გაგზარდა ლხენითა. შენს დაქალებას მომასწრებს მე ღვთისმშობელიო, დელია ნანა ქალასაო,ანგელოზის ძალასაო, ძილი მოდის თვალასაო,დელია ნანა ნანაო.