მე სანამ შენამდე მოვედი,ძალიან ბევრი ვიარე, შემხედე ნაწყენი თვალებით და გვერდით ჩამიარე, იქნებ შეხვედრების გავიდა დრო,იქნება სიყვარულს სხვა ვინმე გთხოვს, მზეც ისევ აღარ მათბობს. მე შენთან შეხვედრას ვჩქარობდი,ოჰ,როგორ გადავიღალე, გეძახდი,გეძებდი,გნატრობდი,თურმე დავაგვიანე, იქნებ შეხვედრების გავიდა დრო,იქნება სიყვარულს სხვა ვინმე გთხოვს, დარჩება წარსული შორს. ალბათ მალე დაღამდება,ტკივილი გაივლის და ისევ გაგიხსენებ, არაფერი არ მთავრდება,მე მაინც დაგიცდი,დამიჯერე, ალბათ მალე დაღამდება,შენ ცუდი ფიქრისთვის მე აღარ გამიმეტებ, არაფერი არ მთავრდება,მე ისევ მიყვარხარ,დამიჯერე. მე შენთან შეხვედრას ვჩქარობდი,ოჰ,როგორ გადავიღალე, გეძახდი,გეძებდი,გნატრობდი,თურმე დავაგვიანე, იქნებ შეხვედრების გავიდა დრო,იქნება სიყვარულს სხვა ვინმე გთხოვს, დარჩება წარსული შორს. ვეცადე მაგრამ ვერ შევძელი,წარსული დღეების დავიწყება, და ყველაფერი თავიდან დაიწყება. ალბათ მალე დაღამდება,ტკივილი გაივლის და ისევ გაგიხსენებ, არაფერი არ მთავრდება,მე მაინც დაგიცდი,დამიჯერე, ალბათ მალე დაღამდება,შენ ცუდი ფიქრისთვის მე აღარ გამიმეტებ, არაფერი არ მთავრდება,მე ისევ მიყვარხარ,დამიჯერე.