ქარი აიხვეტავს ფოთლებს, სუნთქვა თმა–შევერცხლილ მთათა, ზამთრის მოლოდინში შეშას, ვამტვრევ ჩვენი ქოხის კართან. ზამთრის მოლოდინში შეშას, ვამტვრევ ჩვენი ქოხის კართან. ხვალე ნანადირევს მოგგვრი, კლდეზე დავიტყავებ მუხლებს, თოვლით გატენილებს, ცივებს, ცაზე წამოგიშლი ღრუბლებს. თოვლით გატენილებს, ცივებს, ცაზე წამოგიშლი ღრუბლებს. თეთრად გავათენებთ ღამეს, გვეგოს ფარდაგი და ტყავი, ჩუმად მიმღეროდეს რამეს, მედოს შენს მუხლებზე თავი. ჩუმად მიმღეროდეს რამეს, მედოს შენს მუხლებზე თავი გარეთ აბარდნიდეს თეთრად, შენ კი სანთლის შუქზე ქსოვდე, დეკის ჩაის ვსვამდეთ ერთად, მერე ლექსების თქმას მთხოვდე. დეკის ჩაის ვსვამდეთ ერთად, მერე ლექსების თქმას მთხოვდე. გაზაფხულის პირზე მზიფერ, ყვავილთ დაგიკრეფდი კლდეში, გვირგვინს დაგიწნავდი ისეთს, მორთულს ათასნაირ ფერში. გვირგვინს დაგიწნავდი ისეთს, მორთულს ათასნაირ ფერში. ქოხი შუა ტყეში გვედგას, ნალ–მიჭედებული კარით, მხოლოდ ჩვენ ვუსმენდეთ ფეთქვას, გარეთ მობუბუნე ქარის. არც შენ იქნებოდი ცოლი, არც მე ვიქნებოდი ქმარი... ქარი აიხვეტავს ფოთლებს, სუნთქვა თმა–შევერცხლილ მთათა, ზამთრის მოლოდინში შეშას, ვამტვრევ ჩვენი ქოხის კართან. ზამთრის მოლოდინში შეშას, ვამტვრევ ჩვენი ქოხის კართან. ზამთრის მოლოდინში შეშას, ვამტვრევ ჩვენი ქოხის კართან.