ერთხელ დილით ბებომ ბევრი ნიგვზის მძივი აასხა, მერე ცეცხლზე ქვაბი დადგა,შიგ ბადაგი ჩაასხა, ბადაგს ფქვილი მოუკიდა,თათარა გააკეთა, ჩურჩხელები ამოავლო,გასაშრობად დაკიდა. რა კარგია ჩურჩხელა,რა კარგია თათარა, მამიკოსაც უყვარდა,როცა იყო პატარა. რა კარგია ჩურჩხელა,რა კარგია თათარა, მამიკოსაც უყვარდა,როცა იყო პატარა. ერთ საღამოს მითხრა ბებომ,ხდება რაღაც ამბები, ჩურჩხელები გაფრენილან,დარჩენილან ძაფები, ჩვენს ჩურჩხელებს ერთი დიდი ჩიტი გადაეკიდა, გაფრენისას დავინახე,ზედ ნისკარტზე ეკიდა. რა კარგია ჩურჩხელა,რა კარგია თათარა, მამიკოსაც უყვარდა,როცა იყო პატარა. რა კარგია ჩურჩხელა,რა კარგია თათარა, მამიკოსაც უყვარდა,როცა იყო პატარა. ოხ,ის ჩიტი,გაწყრა ბებო და ჩამისვა კალთაში, ეხლავე რომ ეზიდება,რაღას შეჭამს ზამთარში, ჩიტმა თითქოს გაიგონა,რომ გაჯავრდა ბებია, ამის შემდეგ ჩვენს ჩურჩხელებს ერთიც არ დაჰკლებია. რა კარგია ჩურჩხელა,რა კარგია თათარა, მამიკოსაც უყვარდა,როცა იყო პატარა. რა კარგია ჩურჩხელა,რა კარგია თათარა, ის ჩიტი თქვენც გინახავთ,თქვენც იყავით პატარა.