გადამიარა ზღვა ფიქრებმა შენზე ჩემო სანატრელო , რა ძნელია უშენობა ჩემო საქართველო, არავინ მყავს საფიცარი შესადარი შენისთანა, არაფერია ისე მწარე შენი მონატრებისთანა. ქართლი ,კახეთი სვანეთი ხევსურეთი აფხაზეთი , მესიყვარულება ზემო ქვემო იმერეთი , სამეგრელო გურია და აჭარული განდაგანა, ენ დამილოცე ღმერთო ,იესო ჩემი ქვეყანა რა ლამაზი ხარ ჩემო ქვეყანა ,ჩემო საქართველო. მადლიანო ვენახებო,ჩემო მთა და მდელო , როგორ მიყვარხარ ჩემო სამშობლო,ჩემო საქართვეელო, მოწყენილოო,ნაღვლიანო, ჩემო სადარდელო .. გადაუვლია ქარს ჯარებს ,ცოტა გვქონდა დილა მშვიდი, მერამდენე დედამ შემოგწირა მისი შვილი, იმ გმირების ძლიერ სიყვარულით შენახულო, მაინც წელში გამართულო ჩემო არნახულო. და მენატრება ეზო ,კარი ,ხიდან ხეზე ჰამაკები, ალილოზე ბაკუნ- ბაკუნ ფანდურ- ფანდურ არაკები, მენატრება თხმელის იქით წყარო -ყანა, ჩემი ბებიას გამეტებული ხმით ნამღერი იავნანა ...... იავნანაა ვარდოვნანა ,იავნანინაა