ვინ გამიქარვებს დარდს, შემოდგომის მზე დნება, ცის წამწამებს ეფარება და ახალ სიყვარულს ემალება. ვინ გამინათებს გზებს, მტკვარი ცრემლივით შრება, მაგრამ თუ გული ძგერს, უნდა გაექცე ბედს, თბილსა და საყვარელს, თუ გულით ატარებ, მზეს თბილისის მზეს. და როგორც თოლია გავყვები მტკვარს, არ მოგაცილებ თვალს, ჩემსავით ვინ გეტყვის სხვა, რომ ისევ მიყვარხარ. ზეცაში მიდიან ნაცნობი ქუჩები, ბაღებში ისევ ბულბული სტვენს, თბილსა და საყვარელს თუ გულით ატარებ, მზეს, თბილისის მზეს. ვინ გამითენებს დღეს, ძველი ქალაქი ქრება, მაგრამ თუ გული ძგერს, უნდა გაექცე ბედს, თბილსა და საყვარელს, თუ გულით ატარებ, მზეს, თბილისის მზეს. და როგორც თოლია გავყვები მტკვარს, არ მოგაცილებ თვალს, ჩემსავით ვინ გეტყვის სხვა, რომ ისევ მიყვარხარ. ზეცაში მიდიან ნაცნობი ქუჩები, ბაღებში ისევ ბულბული სტვენს, თბილსა და საყვარელს თუ გულით ატარებ, მზეს, თბილისის მზეს. ცხადი ხარ თუ მოჩვენება, ,ახალი ოცნებით ვიმშვიდებ სულს, დამიკარგე მოსვენება, კვლავ შენთან სიცოცხლე მსურს, და ძველი ნაღველი თოვლივით ქრება. და როგორც თოლია გავყვები მტკვარს, არ მოგაცილებ თვალს, ჩემსავით ვინ გეტყვის სხვა, რომ ისევ მიყვარხარ. ზეცაში მიდიან ნაცნობი ქუჩები, ბაღებში ისევ ბულბული სტვენს, თბილსა და საყვარელს თუ გულით ატარებ, მზეს, თბილისის მზეს.