სწრაფად გავრცელდა მთიულეთს დანაბარები მეფისა გაუტეხელნო მთიულნო შვილნო ვითარცა მეხისა 2-ჯერ გადაგვიბუგეს ქალაქი მტერს ვეღარა ვყრი ღონესა ურჯულნო თარეშს იწყებენ გულები დააღონესა 2-ჯერ უბატონო და უყმანო გმირებო მთიულთ შვილებო მოძმეთა სისხლი გეძახით სისხლი აიღეთ გმირებო 2-ჯერ სულ მუდამ გვერდით მედექით და მქონდა მუდამ იმედი შველას გთხოვთ მოხუცი მეფე სიკვდილის პირზე მივედი 2-ჯერ რა მაისმინეს მთიულთა ერეკლეს დანაბარები ჩაიცვეს ჯაჭვის პერანგი აკრიფეს შუბი,ფარები 2-ჯერ პატარა კახი გვიბარებს მთიულთ შვილებო გამოდით ამოგვიხოცეს მოძმენი კრწანისის ველზე ჩამოდით 2-ჯერ ლომისის კართან შაგროვდნენ შასთხოვენ ხატებს შველასა დაგვლოცე დიდო ლომისავ და შაგვეწიე ყველასა 2-ჯერ ფიცს დებენ ხატის წინაშე არავინ გადგეს შორადა ვინც გავტეხთ ამ ფიცს ვაჟკაცნო დედამც შავირთოდ ცოლადა 2-ჯერ ვიბრძოლოთ როგორც გვჩვევია და გამარჯვება მტერზედა თუკი გვიმტყუნებს იღბალი სიკვდილი ბრძოლის ველზედა 3-ჯერ 300 გმირი ვაჟკაცი არაგვის ჭალებს დაუყვა მიდიან ძმათა საშველად კრწანისის გზებზე გაუყვა 2-ჯერ და ეს რა ნახეს სპარსელნი კოღო ბუზივით ვიდოდა წითლდება კრწანისის ველი სისხლი ჩქეფებად სდიოდა 3-ჯერ ეკვეთნენ არაგველები ხმლები იშიშვლეს ლომებმა ჯერ ვერ დაღალა მკლავები ამდენმა ბრძოლა ომებმა 2-ჯერ ერთ კაცსა ათი ებრძოდა ემატებოდა ათია იბრძვიან მთიულთ შვილები მაჯებში ცეცხლი ანთია 2-ჯერ მეფე დაუჭრეს ქართველებს ირგვლივ გარს ერტყა მტერია მტერს აჩერებენ მთიულნი რაღავქნათ ძაან ბევრია 2-ჯერ ომიდან გაჰყავთ ერეკლე მხლებელნი გზას უკაფავენ მისდევენ არაგველები და მტერს ფეხდაფეხ კაფავენ 2-ჯერ გამიშვით მეც მათთან მინდა ბრძოლისკენ უწევს გულია მთების შვილებთან სიკვდილი ჩემთვის ხომ სიხარულია 2-ჯერ სად მიგყავთ მოხუცი მეფე ნუთუ დავკარგეთ ღონია მთიულნი ჩამამივიდნენ ახლა იწყება ომია მათ გვერდით თუარ ვიბრძოლებ ეგრე ვის გაუგონია ზეც მოჰქარგვია ქედობას სხივები წითლად დიოდა იხუტებს დროშას მთიული გულს სისხლი ჩამასდიოდა 2-ჯერ ცხენი მოვარდა ხადაში შუბით ფერდშია დაჭრილი სისხლი აქვს მოსართავებზე უნაგირ აჭრილ-ჩაჭრილი 2-ჯერ კრწანისის ველზედ მთიულებს ჩესძინებიყოთ ლომებსა მათი გმირული სურათი თვით მტერსაც დააღონებსა მათი სახელის დიდება ახლაც ბევრს დაგვაღონებსა 2-ჯერ 300 ვაჟის დედაი 300 შვილს ელის კარადა 300 ვაჟი სამშობლოს შამამტვრევიყო ფარადა 2-ჯერ