ქალავ ვინ მოგცა მშვენება მაგ შუქურ ვარსკვლავისაო ნახვას ნუ დამიგვიანებ დამტირებელო ძმისაო ნეტაი დამიწუნებდე დამანებებდე თავსაო ვივლიდი ლაშარ ღელესა ვაჟებს ვავლებდი თვალსაო აა ქალო მძივი რა მძივი სათნეულისა მინაო არ მინდა შენი ჭირიმე მიჯავრდებიან შინაო შორით ვარსკვლავის სადარო ახლო მჯობნელო მთვარისა ქალაუ როდემდის გატარო ოცნებავ გულის კარისა რა გენაღვლება იქროლონ ზენა ქარმა და ქვენამა ეგება ერთად შაგვყაროს ჩვენმა ბედმა და წერამა ქალავ ისეთი თეთრი ხარ როგორც საყდარში კირიო სიზმარში მომაგონდები ჩამავჯდები და ვტირიო ცხელმა ნიავმა დამქროლა ცათ შენგან დამატრიალა გულს ცეცხლი შემომაყარა და ჩალად ამაბრიალა თუ ასე ტურფა იყავი რად ვერ გამჩნევდი იავო იმად რომ სიყვარულისთვის გული არ გამიღიარა