ბიჭი გოგოს წერილსა სწერს,არ გაგვიგოს ვინმემ ცუდად, ნეტავ იმას,ვისაც ესმის სიყვარულის აბდა-უბდა, ერთ სიმღერას მღერის მუდამ,სხვა სიმღერა აღარ უნდა. პატარა გოგონა,პატარა მთაწმინდა, პატარა ცა მინდა,პატარა მზე, მე თუ ვარ, დღესა ვარ, დავდივარ, კვნესა ვარ ხვალ იქნებ არც ვიყო ამქვეყნად მე. ყურადღებას აღარ გვაქცევს,დაუხურავს ზეცა ქუდად, ქუჩებს ელაპარაკება,წავიდა და არ დაბრუნდა, ფეხით მიდის გულისსწორთან,ფაეტონი აღარ უნდა. პატარა გოგონა,პატარა მთაწმინდა, პატარა ცა მინდა,პატარა მზე, მე თუ ვარ, დღესა ვარ, დავდივარ, კვნესა ვარ ხვალ იქნებ არც ვიყო ამქვეყნად მე. სხვის დუდუკზე არ იცეკვებს,ცხრა ხელმწიფემ ბრძანოს თუნდაც, თუმცა კვალი აერია,არ გაივლის მაინც ცუდად, თბილისელი ბიჭი ჰქვია,ისე მღერის,როგორც უნდა. პატარა გოგონა,პატარა მთაწმინდა, პატარა ცა მინდა,პატარა მზე, მე თუ ვარ, დღესა ვარ, დავდივარ, კვნესა ვარ ხვალ იქნებ არც ვიყო ამქვეყნად მე.