ჩემი სიმღერები მთებში გაბნეულა,მთებში, თვალებს გიკოცნიან ჩემო თვალხატულა,ჩემო, ამ თოვლიან მთებში ვსვამ და ვერა ვთვრები,ვთვრები, ამ დარდიან მთებში როგორ მენატრები,როგორ. აუვსია ნამქერს თოვლიანი მთები,მთები, ნეტავ შემხვდეს ვინმე,შენზე მოვუყვები,შენზე, თეთრი ნისლის დარი ფიქრი მემატება,ფიქრი, შენთან შეხვედრები როგორ მენატრბა,როგორ. შენ სხვა გიყვარს,მე კი შენზე ვფიქრობ მუდამ,შენზე, შენ სხვას შესციცინებ,მე ვფიცულობ შენ მზეს,შენ მზეს, ამ თოვლიან მთებში შენ გიწამე ღმერთად,ღმერთად, რა ვქნა,მომენატრა შენთან გუნდაობა,შენთან. ჩემი სიმღერები მთებში გაბნეულა,მთებში, მარტო რად დამტოვე ცივ თებერვლის თვეში,თვეში, თუკი მოხვალ ამ სუსხს მე დავარქმევ მაისს,მაისს, ვიცი,არ გიყვარვარ, მე კი მეყვარები მაინც.