რატომ ვტირი,დღეს ხომ შენი ქორწილია, როგორ მოხდა ზედმეტი ვარ მაშინ,როცა მპირდებოდი დედოფლობას და სხვა შეგხვდა, ამიხსენი,მიპასუხე,როგორ მოხდა. რად გაფითრდი,ქორწილში რომ დამინახე, მოგილოცე და მეტოქეს დავაკვირდი, აი,თურმე როგორ კაბას ჩამაცმევდი, აი,თურმე როგორ ბეჭედს მიყიდიდი. გამოვფხიზლდები,გამოვფხიზლდები, შენზე ფიქრები ძილს დამიფრთხობენ, და აივსება სახლი ჩიტებით, როგორც იმ დღეს და როგორც იმ ღამეს. მოიცადე,ჯერ ადრეა გათენება, ჯერ ხომ ცაზე ვარსკვლავების მეჯლისია, მოიცადე,კიდევ ერთხელ მოგეფერო, კიდევ ერთხელ ჩაგჩურჩულო-მეშინია. არ გეგონოს,რადგან ამას გეუბნები, ჩემი გული სხვას ეკუთვნის და სხვისია, მოდი დავრჩეთ ერთმანეთში მეგობრულად, ბიჭებმა ხომ სიყვარული არ იციან. გამოვფხიზლდები,გამოვფხიზლდები, შენზე ფიქრები ძილს დამიფრთხობენ, და აივსება სახლი ჩიტებით, როგორც იმ დღეს და როგორც იმ ღამეს.