სიყვარულის აჩრდილი როცა თანა გდევს, თვალი,როგორც აპრილი არქვევს მარაგდებს, აბრეშუმის თავშალით გდევდი ფეხ და ფეხ, განა დავთმე,წამართვა,ნიავს ვედავე. იაგუნდი და ლალიო,იყოს შენზედ ალალიო, მომწერე,თქმა ვერ გაბედე,ვერ იყავი თამამიო, იაგუნდი და ლალიო,იყოს შენზედ ალალიო, მომწერე,თქმა ვერ გაბედე,დაღალე კალამიო. რისთვის დაიარები დავიდარაბად, გულის კარი გაგიღე,განა დარაბა, თვალს ცრემლი თუ ატირებს,ვინ გიაქიმებს, გადაფურცლავ,გადაშლი კარაბადინებს. იაგუნდი და ლალიო,იყოს შენზედ ალალიო, მომწერე,თქმა ვერ გაბედე,ვერ იყავი თამამიო, იაგუნდი და ლალიო,იყოს შენზედ ალალიო, მომწერე,თქმა ვერ გაბედე,დაღალე კალამიო. დილა რომ გათენდება იისთვალება, ღამე წავა ქურდივით დაიმალება, როცა ყინვა მოგისწრებს ზამთრის ასული, მხრებზე შემომახვიე სიასამური. იაგუნდი და ლალიო,იყოს შენზედ ალალიო, მომწერე,თქმა ვერ გაბედე,ვერ იყავი თამამიო, იაგუნდი და ლალიო,იყოს შენზედ ალალიო, მომწერე,თქმა ვერ გაბედე,დაღალე კალამიო.