გრაფიკზე ნაჩვენებია ნოტების განლაგება ფანდურის გრიფზე: ღია სიმებს შეესაბამება ნოტები: E - პირველი სიმი ქვემოდან C# - მეორე სიმი ქვემოდან A - მესამე სიმი ქვემოდან დანარჩენი ნოტები მიიღება შესაბამის ლადში შესაბამისი სიმის გამოკვრის შედეგად. მაგალითად E ნოტი მიიღება: 1-ელი სიმის მე-12 ლადში გამოკვრით მე-2 სიმის მე-3 ლადში გამოკვრით მე-3 სიმის მე-7 ლადში გამოკვრით ღია 1-ელი სიმის გამოკვრით ნოტების სახელები შეგვიძლია ჩავწეროთ უნივერსალური ან სოლფეჯიო სისტემით: A - ლა B - სი C - დო D - რე E - მი F - ფა G - სოლ როგორც ვხედავთ E ნოტის აღება შეგვიძლია რამდენიმე განსხვავებულ ადგილას, ეს იმიტომ რომ ერთი და იგივე ნოტი გვხვდება სხვადასხვა ოქტავაში. ამის მარტივად აღსაქმელად მოვიშველიოთ პიანინოს კლავიშები სადაც უფრო თვალსაჩინოდ ჩანს ნოტების და ოქტავების განლაგება: